ისტორიული ან ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ადგილებისთვის ახალი ფუნქციის, ახალი სიცოცხლის და რაც მთავარია ახალი ისტორიის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, "სოდი ინვესტმენტის" საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულებმა გადავწყვიტეთ, არქიტექტორ მ. ბუზოღლის მიერ, 1930 წელს აგებული ძველი კინოსტუდიის უნიკალური შენობა, თბილისისთვის ახალი დატვირთვით დაგვებრუნებინა.
თბილისი უამრავ ძეგლს და ღირსშესანიშნაობას, ძველი ქალაქის ჩიხებსა და დაკლაკნილ ქუჩებზე მალავს. ასეთია ძველი საჯინიბოც - ახლა უკვე ბუტიკური ტიპის, ხელნაკეთი აქსესუარებით გაფორმებული, სასტუმრო და რესტორანი Z10. შენობა მთაწმინდის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია. იქვეა უზენაესი სასამართლო, რომელიც ХХ საუკუნის დასაწყისში, ცნობილი არქიტექტორი შიმკევიჩის მიერ არის დაპროექტებული.
დაკვირვებიხართ ძველ ბათუმს? აქ არსად გვხვდება რთული რელიეფური ლანდშაფტები და არქიტექტურული კონტრასტები. იშვიათია ურაბანული მოულოდნელობები. თითქოს წესრიგი და ზომიერებაა აქაური ჰარმონიის მიზეზი. ეს ძველი ბანკის შენობაც ამ ჰარმონიის ისტორიული ნაწილია. დავით კლდიაშვილს ჰქონია ჩანაწერები მის პირვანდელ მეპატრონეზე და მისი თქმით - ამ ვინმე ძალზედ განათლებულ, მდიდარ ადამიანს გვარად შპოლიანსკის, დიდი სარგებელი მოუტანია ბათუმის საკრედიტო საზოგადოებისთვის. ჩვენ, "სოდი ინვესტმენტი", იგივე შენობით, სარგებელს მთელ ბათუმს მოვუტანთ. ესთეტიკას - ესთეტიკად შევინარჩუნებთ და პირდაპირ ჩავრთავთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან სწორედ ძველი ბანკის შენობაში განთავსდება 84 ნომრიანი სასტუმრო, რომლის ინტერიერზეც არც მეტი არც ნაკლები, ადრიანა ვაისმა იმუშვა. ექსტერიერი კი ყველა წესის დაცვით რესტავრირდება.