ისტორიული ან ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ადგილებისთვის ახალი ფუნქციის, ახალი სიცოცხლის და რაც მთავარია ახალი ისტორიის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, "სოდი ინვესტმენტის" საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულებმა გადავწყვიტეთ, არქიტექტორ მ. ბუზოღლის მიერ, 1930 წელს აგებული ძველი კინოსტუდიის უნიკალური შენობა, თბილისისთვის ახალი დატვირთვით დაგვებრუნებინა.
თბილისი უამრავ ძეგლს და ღირსშესანიშნაობას, ძველი ქალაქის ჩიხებსა და დაკლაკნილ ქუჩებზე მალავს. ასეთია ძველი საჯინიბოც - ახლა უკვე ბუტიკური ტიპის, ხელნაკეთი აქსესუარებით გაფორმებული, სასტუმრო და რესტორანი The10. შენობა მთაწმინდის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია. იქვეა უზენაესი სასამართლო, რომელიც ХХ საუკუნის დასაწყისში, ცნობილი არქიტექტორი შიმკევიჩის მიერ არის დაპროექტებული.
დაკვირვებიხართ ძველ ბათუმს? აქ არსად გვხვდება რთული რელიეფური ლანდშაფტები და არქიტექტურული კონტრასტები. იშვიათია ურაბანული მოულოდნელობები. თითქოს წესრიგი და ზომიერებაა აქაური ჰარმონიის მიზეზი. ეს ძველი ბანკის შენობაც ამ ჰარმონიის ისტორიული ნაწილია. დავით კლდიაშვილს ჰქონია ჩანაწერები მის პირვანდელ მეპატრონეზე და მისი თქმით - ამ ვინმე ძალზედ განათლებულ, მდიდარ ადამიანს გვარად შპოლიანსკის, დიდი სარგებელი მოუტანია ბათუმის საკრედიტო საზოგადოებისთვის.
ჩვენ ვართ “სოდი ინვესტმენტი”. მსხვილი საინვესტიციო პორტფელების მმართველი პროფესიონალთა გუნდი, რომლებსაც ერთი ღირებულება და ინტერესი გვაერთიანებს: ქართული ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და შენარჩუნებული ადგილების ახალი ეკონომიკური ფუნქციით დატვირთვა. ჩვენ ვართ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის წყარო, რომელმაც თბილისს უკვე დაუბრუნა განახლებული, უცხოელი სტუმრებით სავსე და ამავდროულად იერსახე შენარჩუნებული ძველი საჯინიბო ზუბალაშვილების #10-ში. უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს ძველ კინოსტუდიაზე, ხოლო ბათუმში, შპოლიანსკის ბანკის შენობას, 84 ოთახიან სასტუმრო “Hyde”-ად ვაქცევთ და ქალაქის ღირსშესანიშნაობად შენარჩუნების მიღმა, პირდაპირ ჩავრთავთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.