Z10

თბილისი უამრავ ძეგლს და ღირსშესანიშნაობას, ძველი ქალაქის ჩიხებსა და დაკლაკნილ ქუჩებზე მალავს. ასეთია ძველი საჯინიბოც – ახლა უკვე ბუტიკური ტიპის, ხელნაკეთი აქსესუარებით გაფორმებული, სასტუმრო და რესტორანი Z10. შენობა მთაწმინდის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია. იქვეა უზენაესი სასამართლო, რომელიც ХХ საუკუნის დასაწყისში, ცნობილი არქიტექტორი შიმკევიჩის მიერ არის დაპროექტებული.

დღეს, Z10 თბილისში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული უცხოელი სტუმრების საყვარელი გასაჩერებელი ადგილია და აქაური შეფ-მზარეულის ექსპერიმენტებიც, ცალკე ატრაქციად არის მიჩნეული. პერსონალი, მომსახურეობის ხარისხზე ქებას არის ნაჩვევი და სტუმრებიც ბევრ მათგანს სახელით იცნობენ.

ოთხი ნათელი, ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მაინც ერთი ხაზით გაკეთებული ოთახები, ღია ტონებშია გადაწყვეტილი. ნეიტრალურ ფერებს კი ერთგვარად ავსებს სპეციალურად მათთვის შერჩეული ჭრელი დეკორი. Z10-ის ინტერიერზე ლიზა ხუნდაძემ და ელენე პაპიაშვილმა იმუშავეს.

რეაბილიტაციის დაწყების თარიღი : 01/09/2018

ლოკაცია : ზურაბ ჟვანიას #10