დაკვირვებიხართ ძველ ბათუმს? აქ არსად გვხვდება რთული რელიეფური ლანდშაფტები და არქიტექტურული კონტრასტები. იშვიათია ურაბანული მოულოდნელობები. თითქოს წესრიგი და ზომიერებაა აქაური ჰარმონიის მიზეზი. ეს ძველი ბანკის შენობაც ამ ჰარმონიის ისტორიული ნაწილია. დავით კლდიაშვილს ჰქონია ჩანაწერები მის პირვანდელ მეპატრონეზე და მისი თქმით – ამ ვინმე ძალზედ განათლებულ, მდიდარ ადამიანს გვარად შპოლიანსკის, დიდი სარგებელი მოუტანია ბათუმის საკრედიტო საზოგადოებისთვის. ჩვენ, “სოდი ინვესტმენტი”, იგივე შენობით, სარგებელს მთელ ბათუმს მოვუტანთ. ესთეტიკას – ესთეტიკად შევინარჩუნებთ და პირდაპირ ჩავრთავთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან სწორედ ძველი ბანკის შენობაში განთავსდება 84 ნომრიანი სასტუმრო და ექსტერიერი კი ყველა წესის დაცვით რესტავრირდება.
ბათუმის არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ერთგვარი რეპრეზენტატულობა, რაც განპირობებულია ამ ქალაქის მრავალფეროვანი და დინამიური ცხოვრებით მე-19 ს-ის ბოლოსა და მე-20 ს-ის დასაწყისში. ბათუმის ისტორიულ ცენტრში თავმოყრილი იყო მსხვილი სანაოსნო და ნავთობგადამზიდი კომპანიების, ბანკების და სხვა მნიშვნელოვანი კომერციული დაწესებულებების კუთვნილი სამ-ოთხსართულიანიშენობები, რომელთა არქიტექტურული გაფორმება მათ სოლიდურობას უსვამდა ხაზს.
სწორედ ამ რეპრეზენტატულობასა და სოლიდურობაში ვხედავთ შესაძლებლობათა ფანჯარას ბათუმისთვის დღესაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ნამდვილი ბათუმური, კონსერვატიულ – ჯენტლმენური იერსახის მქონე ძველი ბანკი, ახალი ფუქციით, ქალაქის სტუმართ-მასპინძლობაში ჩავრთოთ.