Z10

2020/01/20
Z10

Z10 არის ინოვაციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ძმები ზუბალაშვილების ნომერ 10-ში. შენობის მშენებლობა მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და დღეს, ჩვენამდე მოვიდა როგორც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა.

ეს პროექტი მოიცავს შენობას, რომელიც განწირული იყო დანგრევისთვის. ჩვენი კი, სპეციალურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე კომერციულად გათვლილი იყო ამ პროექტზე და შეგვენარჩუნებინა ეს ისტორიული შენობა თბილისისთვის. 

ამ შენობის ისტორია იწყება XIXს. II ნახევარში, როდესაც რუსთაველის “პროსპექტი” საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის კულტურულ, ფინანსურ და ადმინისტრაციულ ცენტრად. დროთა განმავლობაში ამ ტერიტორიებს ემატებოდა ახალი მაღაზიები, სახლები და სხვა ნაგებობები. 50-60-იანი წლებისკენ კი ზუბალაშვილებისა და სხვა მეწარმე-კომერსანტების მიერ, შემოვიდა ახალი, ევროპული 3-4 სართულიანი შენობები. ზუბალაშვილების ქუჩაზე ნათლად ჩანს ამ ევროპული დიზაინის გავლენა. სწორედ ამ დიზაინშია გადაწყეტილი შენობა ნომერ 10. ეს ნაგებობა თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო ნახევარსარდაფით და საბედნიეროდ დღემდე შეინარჩუნა ის სილამაზე რასაც ჩვენმა გუნდმა ხელი მოჰკიდა და ახალი სიცოცხლე მისცა. 

შენობის რეაბილიტაცია დაიწყო 2018 წლის სექტემბერში სოდი ინვესტმენტის დაფინანსებით. რეაბილიტაცია მიმდინარეობს ორიგინალი ნაგებობის სტრუქტურის იერსახის შენარჩუნებით.

შენობა სამ-სართულიანი, აგურით ნაშენები ნაგებობაა, რომელის განსაკუთრებულ მახასიათებლებს წარმოადგენს აგურის ფასადის დეტალები, შუშის ვიტრაჟები, ჟალუზები და შიდა ეზო. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებულია ამ განსაკუთრებული იერსახის შენარჩუნება, თანამედროვე და ინოვაციური ელემენტების დამატებით.

ჩვენი ხედვაა კონტრასტული შედეგი, რომელიც ინარჩუნებს ძველი თბილისის სულს, ძველებურ არქიტექტურულ დეტალებს და თანამედროვე, თბილ და კომფორტულ ინტერიერს.

პროექტის დასრულებისას ყველას შეეძლება მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება შენობის პირველ სართულზე მდებარე რესტორნისგან. ასევე, ოჯახს, ბიზნეს მოგზაურს და სხვა, ნებისმიერი სახის სტუმარს შეეძლება დაისვენოს Z10-ის თანამედროვედ და კომფორტულად მოწყობილ აპარტამენტებში.

ძმები ზუბალაშვილების 10
info@sodi-investment.com
0322 220072