ძველი კინოსტუუდიის კონცეფცია

2020/01/20
ძველი კინოსტუუდიის კონცეფცია

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უძრავი ქონების სფეროში ლიდერ კომპანია კოლიერსთან, რათა შევქმნათ უნიკალური კონცეფცია და მივცეთ ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირზე არსებულ ძველ კინოსტუდიას ახალი სიცოცხლე. 

ამ ეტაპზე, განიხილება დეტალები, თუმცა საბოლოოდ ჩვენი ხედვა მიდის იქითკენ, რომ გვინდა შევქმნათ შერეული გამოყენების კომპლექსი, რომელიც მოიცავს:

  • სასტუმრო და საოფისე სივრცეს
  • აპარტემენტებს
  • ბავშვთა გართობის სივრცეს
  • სამუშო და სასემინარო სივრცეს
  • მულტიფუნქციურ ცენტრს (შოპინგი, კინო, მუზეუმი, საკონფერენციო სივრცე, სხვა).

პავილიონის ისტორია იწყება 1927-30 წლებიდან, როდესაც არქიტექტორმა მიხეილ ბეზუღლმა დააგეგმარა შენობა. ყოფილი კინო-პავილიონი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კინოსტუდია იყო. ეს ის ადგილი არის სადაც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული ყველა ფილმი იქმნებოდა. (მაგ: “სურამის ციხე”, “წითელი ეშმაკუნები”, “ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე,” ვინ არის დამნაშავე?” და სხვა). 

ეს პერიოდი ქართული კინოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც, დღეს პავილიონს აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი. 

1995 წელს სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა პავილიონს და კინოსტუდიების გაერთიანებას და ნელ-ნელა დაიწყო მისი ნაწილების გაყიდვა. დღესდღეობით, ეს კულტურული ძეგლი გამოუყენებელია. 

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამ შენობას ორიგინალური ფუნქცია და იერსახე ვერ დაუბრუნდა. საბოლოოდ კი ამ პროექტს ჩვენ მოვკიდეთ ხელი. ძველი კინო სტუდიის ახალი კონცეფცია გაამდიდრებს თბილისის არქიტექტურას, იქნება ახალი და თანამედროვე, თუმცა შეხამებული ქალაქის სულთან.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს შენობის გაცოცხლებასა და მისთვის მეორე სიცოცხლის მიცემაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სხვა დეტალების გარკვევა პროცესშია. როგორც კულტურულ ძეგლს, პავილიონს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია კომპლექსის სისრულეში მოყვანამდე. 

ძმები ზუბალაშვილების 10
info@sodi-investment.com
0322 220072