ჰაიდ ბათუმის მშენებლობა დაიწყო!
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ახალი საინტერესო სასტუმროს პროექტის დაწყება ძველი ბათუმის ცენტრში.
პროექტი, რომელიც გაჟღენთილია მდიდარი ისტორიით, მიზნად ისახავს მეეოცე საუკუნის დასაწყისის არქიტექტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციას და აჭარის სასტუმრო ბიზნესის სექტორისათვის უნიკალური სიახლის შეთავაზებას. სოდის გუნდი იწყებს პროექტს, რომელიც პატივს სცემს ქალაქის მდიდარ მემკვიდრეობას.
ჯერ კიდევ 1906 წლიდან გამსახურდიას #12-ში მდებარე ისტორიული შენობა წარმოადგენდა როგორც ბანკს, ასევე სასტუმროს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის ფინანსურ და ტურისტულ ცხოვრებაში. Sodi Investment-ი სრულად მოწოდებულია აღადგინოს დანგრეული შენობა ისე, რომ ბათუმის მაცხოვრებლებმა და ვიზიტორებმა შეძლონ ამ ღირსშესანიშნავი Art Nouveau ეპოქის არქიტექტურის ნიმუშით ტკბობა.
ვინაიდან ჩვენი ჯგუფის მთავარი მისიაა უზრუნველყოს არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ასევე ღირსშესანიშნავი ადგილის შექმნა მოგზაურთათვის, რომლებიც ეძებენ ტრადიციისა და თანამედროვე სტუმართმოყვარეობის სტანდარტების შერწყმას, აღნიშულ პროექტზე ვითანამშრომლებთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქართულ სამშენებლო კომპანია “ანაგთთან“, რომელიც ჩვენს სამშენებლო მენეჯმენტ პარტნიორ “LSG Solutions” -თან და ინდუსტრიის ყველაზე გამოცდილ ექსპერტებთან ერთა, შეასრულებენ ამ რთულ და მნიშვნელოვან პროექტს.
მშენებლობის პროგრესის შესაბამისად, ჩვენ გაგაცნობთ მნიშვნელოვანი ეტაპებისა და გახსნის თარიღის შესახებ.