ძველი კონოსტუდიის განვითარების პროექტისთვის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა
„სოდი ინვესტმენტი“ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოსტუდიის შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტის ფარგლებში, საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად, აქრიტექტურული კონკურსი გამოაცხადა.
პროცესის დასაწყებად „სოდი ინვესტმენტმა“ თანამშრომლობს სამშენებლო მენეჯმენტის და საკონსულტაციო კომპანია „LSG Solutions“-თან, რომელიც ცნობილია საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის გამოცდილებით.
მდიდარი კულტურული და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით „სოდი ინვესტმენტმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაატაროს არქიტექტურული კონკურსი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ამ კონკურსის უპირველესი მიზანია შეარჩიოს არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც თანხვედრაში იქნება დედაქალაქის ისტორიულ, კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალთან.
კონკურსის გამოცხადებამდე, იმისათვის, რომ ისტორიული შენობისა და მიმდებარე ტერიოტორიის განვითარების ოპტიმალური მოდელი გამოვლენილიყო, სოდი ინვესტმენტის გუნდმა არაერთ წამყვან საკონსულტაციო ჯგუდთან ითანამშრომლა.
პროექტის საბოლოო კონცეფცია, რომელზეც საკონკურსო დავალებაა დაფუძნებული, წამყვან გლობალურ საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-თან თანამშრომლობით ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგია.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ძველი კინოსტუდიის განვითარების გეგმა, რომელიც შემუშავებულია ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჰარმონიული თანამშრომლობით, გააძლიერებს თანამედროვე თბილისის მიმზიდველობასა და ხიბლს და ორგანულად ინტეგრირდება მის უნიკალურ ხასიათთან“, - ხაზგასმით აღნიშნა კომპანიამ.
არქიტექტურული კონკურსისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობდა მაისიდან და ის მოიცავს ყველა საჭირო კვლევას და პირობებს, პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად.
2024 წლის დასაწყისში, საბოლოო არქიტექტურული კონცეფცია საპრიზო ადგილებზე გასული პროექტებიდან შეირჩევა.