კომპანია “სოდი ინვესტმენტი” ეხმაურება “BMG”-ს მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ცათამბჯენის პროექტის შესახებ

კომპანია “სოდი ინვესტმენტი” საჯაროდ ეხმაურება  საინფორმაციო სააგენტო „BMG“ -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არქიტექტურული კომპანა “Stipfold”-ის მიერ შესრულებულ ცათამბჯენის პროექტს ეხება.

გაცნობებთ, რომ კომპანია “სოდი ინვესტმენტმა“, მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“-თან თანამშრომლობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის გამოვლენის მიზნით, 2023 წელს საჯაროდ გამოცხადა კონკურსი, რასთან დაკავშირებითაც, თავად BMG-სთან თანამშრომლობით მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მიღებულ ნამუშევრებს აფასებდა ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული პროექტის კონცეფციის დეტალური დამუშავება, რომელიც ჯერ არ არის წარდგენილი მერიის შესაბამის სამსახურში, ან რაიმე სხვა საჯარო სივრცეში.

სტატიაში მოყვანილ, არქიტექტურული კომპანია „Stipfold“ -ს, აღნიშნული პროექტი არ წარმოუდგენია კონკურსში. ის, კონკურსის ჟიურის, ან თავად კომპანიას არ აქვს ნანახი, არც განუხილავს და მით უმეტეს, არც დაუმტკიცებია რაიმე არქიტექტურული ან დეველოპერული ფორმით.

ასევე, ვაფიქსირებთ, რომ “სოდი ინვესტმენტი” და მისი დამფუძნებელი ფრანგული საინვესტიციო კომპანია “Guibor”-ი დიდ პატივს სცემს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და მათი შენარჩუნება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. სწორედ ასეთია კინოსტუდიის პავილიონის შენობაც, რომელიც ჩვენს მიერ შესყიდვამდე,  ბოლო ათწლეულები არაექსპლუატირებულ მფგომარეობაში იყო და ის საფუძვლიან რეაბილიტაციას და ახალი ფუნქციით განვითარებას საჭიროებს.

კომპანია „სოდი ინვესტმენტი“, აღნიშნული პროექტის შესაბამის სამსახურში წარდგენისთანავე, გამოთქვამს მზაობას გავაგრძელოთ გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მედიასთან.

გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს საქმიანობას ეხება, შემოწმდეს და დაზუსტდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ცრუ და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელება.