
“კინოსტუდიის” ახალი სიცოცხლე!
"სოდი ინვესტმენტი" მოხარულია განაცხადოს რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა.
კინოსტუდიის შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით დაიწყო არქიტექტურული კონკურსის ორგანიზების პროცესი, რომლის მართვის მიზნითაც “სოდი ინვესტმენტ”-მა შეარჩია მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება.
კულტურული და ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, "სოდი ინვესტმენტ"-მა მიზნად დაისახა არქიტექტურული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. კონკურსის მიზანია კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩეს არქიტექტურული კონცეფცია რომელიც ჰარმონიაში იქნება დედაქალაქის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური განვითარების პოტენციალთან.
დარწმუნებული ვართ, რომ ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლების სწორი კოლაბორაცით შერჩეული ძველი კინოსტუდიის განვითარების გეგმა მომხიბვლელს და მიმზიდველს გახდის თანამედროვე თბილისის იერსახეს და მისი უნიკალური სულის ორგანული ნაწილი გახდება.
“სოდი ინვესტმენტ”-მა და “LSG Solutions”-მა მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან აქტიურად დაიწყეს წინასაკონკურსო მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო კვლევის ჩატარებას საკონკურსო პირობების ფორმირებისთვის.